ახალი ამბები

ენგურჰესზე მომხდარი ავარიის გამო საქართველოს ნაწილს შუქი არ მიეწოდება

24 მაისი, 2018 • 2144
ენგურჰესზე მომხდარი ავარიის გამო საქართველოს ნაწილს შუქი არ მიეწოდება

ენგურჰესის ავარიულად გამორთვის გამო საქართველოას ნაწილს ელექტროენეტგიის მიწოდება შეუწყდა. ქუთაისის ზოგიერთ რეგიონს ელექტროენერგია ამ დრომდე [21;52] არ მიეწოდება.

დღეს, 24 მაისს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ბათუმს, თუმცა ღამის 10:00 საათისთვის ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ნეტგაზეთი ენერგოპრო ჯორჯიას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ელექტროენერგიის გათიშვა მათი მიზეზით არ მომხდარა.

ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა თბილისის ნაწილს: გლდანის, ჩუღურეთის, საბურთალოსა და სანზონის ნაწილს. ნეტგაზეთი ცდილობდა დაკავშირებოდა “თელასს”, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, 20 საათზე და 11 წუთზე ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. სისტემაში არსებული რეზერვების და იმპორტის ხარჯზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი ჩართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი