ახალი ამბები

პრეზიდენტმა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და ეროვნული პრემიების ლაურეატები დააჯილდოვა

24 მაისი, 2018 • 2133
პრეზიდენტმა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და ეროვნული პრემიების ლაურეატები დააჯილდოვა

მწერალთა სახლის შენობაში შოთ რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველასა სახელობის, ასევე ეროვნული პრემიის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ:

სახვითი ხელოვნების ნომინაციაში – მოქანდაკე  გიორგი შხვაცაბაიას;

მუსიკის ნომინაციაში –  პიანისტ ალექსანდრე კორსანტიას;

თეატრალური ხელოვნების ნომინაციაში –  გიორგი ალექსი მესხიშვილს;

ვაჟა-ფშაველას სახელობის ეროვნული პრემია:

ვაჟა-ფშაველას სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება გურამ დოჩანაშვილს მიენიჭა.

საქართველოს ეროვნული პრემია:

რაც შეეხებa საქართველოს ეროვნულ პრემიას, ლაურეატის წოდება მიენიჭათ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს ერეკლე გამყრელიძეს და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ბესიკ იაშვილს.

შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრმიერბზე სულ 35 განაცხადი იყო შეტანილი. საქართვeლოს ეროვნულ პრემიაზე კი -27 განაცხადი.

მასალების გადაბეჭდვის წესი