ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი ევროს და დოლარის მიმართ გაუფასურდა

24 მაისი, 2018 • 2082
ლარი ევროს და დოლარის მიმართ გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარისა და ევროს მიმართ 2 თეთრით გაუფასურდა. ხვალ, 25 მაისს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.47 ლარი იქნება. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით აშშ დოლარის ღირებულება 2.44 ლარი იყო. ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.89 ლარი გახდა. მოქმედი ოფიციალური კურსით ევრო 2.87 ლარი ღირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი