ახალი ამბები

ჯიპი, ამჯერად მაცივრით, უმაღლესი საბჭოსათვის

14 დეკემბერი, 2013 • 1804
ჯიპი, ამჯერად მაცივრით, უმაღლესი საბჭოსათვის

წინასწარ გაწერილი მოთხოვნების მიხედვით 2013 წელში გამოშვებული ავტომანქანა აღჭურვილი უნდა იყოს ორმაგი უსაფრთხოების, ასევე მუხლისა და გვერდითი ბალიშებით, გარე განათების კონტროლის მექანიზმით, ელექტრომართვის სარკეებითა და წინა და უკანა პარკინგის სენსორით. მანქანას უნდა გააჩნდეს ხედვის კამერა, უკანა სვლის მონიტორი, ორმაგი ავტოკონდიციონერი, წინა და უკანა სანისლე ფარები, ტყავის ინტეგრირებული საჭე, ტელეფონის ბლუთუზსისტემა და მაცივარი. ფერი შეთანხმების საგანია.  შესაბამისი პირობების გათვალისწინებით წინადადებები უმაღლეს საბჭოს მიმწოდებლებმა 12 დეკემბრამდე უნდა წარუდგინონ.

 

 

ავტოპარკინგი აჭარის უმაღლესმა საბჭომ წელს სექტემბერშიც განაახლა.  საკანონმდებლო ორგანოს 2012 წელს გამოშვებული ავტომანქანა `ჯიპი” შეემატა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 34 ათასი ლარი გადაიხადეს.

 

 

ტენდერი ავტომანქანის შეძენაზე აჭარის სოფლის მეურნეობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა, ბათუმის ტურისტულმა სააგენტომ, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტმაც გამოაცხადეს.

 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსუბუქი ავტომანქანის შეძენას გეგმავს, რომლის ღირებულებაც, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მაქსიმუმ 37 800 ლარი შეიძლება იყოს. განათლების სამინისტრომ კი მაღალი გამავლობის ავტომანქანის შესყიდვის მიზნით 73 500 ლარი გაითვალისწინა.  ბათუმის ტურისტული სააგენტო  მსუბუქი ავტომანქანის შესაძენად 21 000 ლარს დახარჯავს.

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტი ორ ახალ, მაღალი გამავლობის ავტომანქანას შეიძენს, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 110 000 ლარი დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი