ახალი ამბები

მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს – The Guardian

24 მაისი, 2018 • 3491
მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს – The Guardian

რაკეტა, რომელმაც 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი, რეისის ნომრით MH17 ჩამოაგდო, რუსულ არმიას ეკუთვნოდა. ამ ინფორმაციას The Guardian ჰოლანდიელ გამომძიებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა და ამსტერდამიდან მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში მიფრინავდა. ჩამოვარდნის შედეგად თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

BBC-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი უკრაინელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სარაკეტო სისტემა BUK-ით ჩამოაგდეს. რუსეთი აცხადებს, რომ ბოინგის ჩამოგდებისას მისი იარღი გამოყენებული არ ყოფილა.

ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში ჰოლანდიურმა უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი რუსეთში გაკეთებული BUK-ის რაკეტით ჩამოგდეს. 2016 წლის სექტემბერში იმავე დასკვნამდე მივიდა ერთობლივი საგამოძიებო გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან  ჰოლანდიელი, ავსტრიელი, ბელგიელი, მალაიზიელი და უკრაინელის სპეციალისტები.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა BBC-ის განუცხადა, რომ ამ დასკვნას რუსეთი ვერ მიიღებს როგორც ბოლო ჭეშმარიტებას.

“სანაძლეოს ვდებ, ამის დამადასტურებელ მტკიცებულებას ვერ ნახავთ,” – განაცხადა დიმიტი პესკოვმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი