ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ სუს–სა და RMG-ში ნამუშევარი სოსო რამიშვილი დაინიშნა

24 მაისი, 2018 • 3867
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ სუს–სა და RMG-ში ნამუშევარი სოსო რამიშვილი დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ სუს–ისა და RMG–ის ყოფილი თანამშრომელი სოსო რამიშვილი დაინიშნა.

სოსო რამიშვილი ოქროს და სპილენძის მომპოვებელი კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილედ 2017 წლის 21 თებერვლიდან 2018 წლის 13 მარტამდე მუშაობდა. მან ამ თანამდებობებზე ყოფნისას 2017 წელს 102 456 ლარი მიიღო.

RMG–ში დასაქმებამდე, 2016–17 წლებში, რამიშვილი სახელმწიფო კომპანიის, “მარაბდა კარწახის” რკინიგზის ფინანსური დირექტორის მოადგილე იყო. შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა” ბაქო–თბილის–ყარსი–ახალქალაქის სარკინიგზო გზის იმ ნაწილს აშენებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიზე გადის.

ამავე პერიოდში, 2016 წლის 2 მარტიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მე–4 მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი იყო.

საგამოძიებო სამსახურის მისიაა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის პრევენციის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების შედეგად ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ეკონომიკური დანაშაულობების აღმოფხვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი