ახალი ამბები

პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

24 მაისი, 2018 • 1449
პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 143 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 84 მსჯავრდებული. შეწყალების აქტით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი 59 მსჯავრდებულს შეუმცირდა.

შეწყალების საკითხთა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე განიხილა 1347 პირის საქმე.

„როგორც იცით, პრეზიდენტს ძალადობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირების საქმეების განხილვაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, სწორედ ამ მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ გადადო 216 საქმე. ესენი არიან მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებული არიან ძალადობრივ დანაშაულზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე. მათ საქმეს კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი