ახალი ამბები

ენმ-ის ოფისის ფანჯარა ჩატეხეს, გამოძიება დაიწყო

24 მაისი, 2018 • 1704
ენმ-ის ოფისის ფანჯარა ჩატეხეს, გამოძიება დაიწყო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს ოფისის ფანჯარა დღეს იქ მისულ თანამშრომლებს ჩამსხვრეული დახვდათ. როგორც ნეტგაზეთს შსს-მ უთხრა, გამოძიება 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.

ნეტგაზეთთან საუბარში პარტიის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ლაგვილავამ აღნიშნა, რომ მომხდარს “ქართული ოცნების” აქტივისტებს უკავშირებს. მისი თქმით, ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მისივე განმარტებით, ცოტა ხნით ადრე აქტივისტებმა ოფისის კედლებზე ციფრი “41” დაწერეს, რასაც დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირებს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პარტია “ქართულ ოცნების” პრესსამსახურსაც, მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ

მასალების გადაბეჭდვის წესი