ტრამპს სასამართლომ Twitter-ზე ხალხის დაბლოკვა აუკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ შეეძლება Twitter-ის ექაუნთზე მომხმარებლების დაბლოკვა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის გამო. გადაწყვეტილება ამის შესახებ ფედერალურმა სასამართლომ დღეს მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებას NBC NEWS ავრცელებს.

“მომხმარებლების დაბლოკვა და მათთვის პრეზიდენტის Twitter ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა არაკონსტიტუციურია და არღვევს პირველ შესწორებას” – განმარტა მოსამარლემ საკუთარ გადაწყვეტილებაში.

აშშ-ის მთავრობა აცხადებდა, რომ დაბლოკვის მიუხედავად, მომხმარებლებს კვლავ შეეძლოთ ტრამპის განცხადებების ნახვა Twitter-ში, თუმცა მოსამარლემ მიიჩნია, რომ არ შეიძლება მათ შეეზღუდოთ ტრამპთან პირდაპირი ინტერაქციის უფლება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.