ახალი ამბები

შსს ამბობს, რომ ბასიანიდან ამოღებულ ნივთებს სამართლებრივი შეფასება სჭირდება

23 მაისი, 2018 • 1813
შსს ამბობს, რომ ბასიანიდან ამოღებულ ნივთებს სამართლებრივი შეფასება სჭირდება

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, დავით ლაცაბიძის ცნობით, კლუბ “ბასიანის” ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. მისივე თქმით, კლუბიდან ამოღებულია ნივთები, რომლებსაც სამართლებრივი შეფასება სჭირდება და ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გაკეთდება განმარტება.

“ბასიანი” და “გალერი” 12 მაისიდან დალუქული იყო. გუშინ, 22 მაისს “კაფე გალერი” გაიხსნა. პარალელურად, 27 მაისისთვის თბილისში დაანონსდა აქცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, სწორედ “ბასიანის” გახსნა იყო. ჯერჯერობით  უცნობია, გაიმართება თუ არა აქცია კვირას.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი