ახალი ამბები

ფეისბუკის თქმით, თქვენი შიშველი ფოტოების გაგზავნით, მათი გავრცელებისგან დაგიცავთ

23 მაისი, 2018 • 8678
ფეისბუკის თქმით, თქვენი შიშველი ფოტოების გაგზავნით, მათი გავრცელებისგან დაგიცავთ

ბრიტანელ მომხმარებლებს ფეისბუქი მიმართავს, გაუგზავნოს მათი შიშველი ფოტოები, თუ ასეთი სურათები მესამე პირის ხელშია და მისი გავრცელებით ემუქრება – წერს BBC.

ფეისბუქი აცხადებს, რომ თუ თქვენი შიშველი ფოტოები სხვა ადამიანს გაუგზავნეთ და ხედავთ საფრთხეს, რომ მან ეს ფოტოები ქსელში გაავრცელოს, შეგიძლიათ ისინი ფეისბუკსაც გაუგზავნოთ და ისინი სოციალურ ქსელში ვერ მოხვდება. ამავე ტექნიკას იყენებენ ბავშვთა ძალადობის ამსახველი ფოტოების გავრცელების აღსაკვეთად.

ფეისბუკმა მსგავსი პრაქტიკა გამოიყენა ავსტრალიაში და აპირებს, რომ იგივე გააკეთოს გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკასა და კანადაშიც. ამჯერად ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის.

ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვა ახალი ინსტრუმენტის დანერგვას ავსტრალიაში, კომპანიას არ გაუსაჯაროებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი