შაბათ-კვირას დიდხანს ძილი ადრეული სიკვდილისთვის თავის არიდების გზაა – კვლევა

შვედეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, შაბათ-კვირას დიდხანს ძილი შესაძლოა იყოს უძილობისაგან გამოწვეული ნაადრევი სიკვდილისგან თავის არიდების ერთ-ერთი გზა.

კვლევის თანახმად, 38 ათასი ზრდასრული ადამიანის (კვლევის მონაწილეები) შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 65%-ით მაღალი იყო, თუ ისინი ორშაბათი-პარასკევის განმავლობაში ყოველდღიურ 5-საათიან ძილს არ ინაზღაურებდნენ შაბათ-კვირის ხარჯზე შედარებით ხანგრძლივი ძილით.

კვლევით დადგინდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ცოტა ხნით ძილი შეიძლება ანაზღაურდეს შაბათ-კვირას ხანგრძლივი ძილით. უფრო ზუსტად, ვისაც კვირის განმავლობაში მცირე დროით ეძინა და შაბათ-კვირას  მეტხანს დაიძინებს, ამ შემთხვევაში მათთვის ადრეული სიკვდილის რისკი, რაც მუდმივად თან ახლავს ძილის ნაკლებობას, შედარებით მცირეა.

The Guadrian-ის ინფორმაციით, 65 წლამდე ადამიანებში, რომლებსაც დღე-ღამის განმავლობაში 5 საათზე ნაკლები სძინავთ, გარდაცვალების რისკი უფრო მაღალია იმათთან შედარებით, ვისაც რეგულარულად 6-7 საათი სძინავს.

“ძილის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანი ფაქტორია სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის”, – აცხადებს თურბიორნ ოკერსტედი, ერთ-ერთი მკვლევარი სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან.

გარდიანის ინფორმაციით, აღნიშული კვლევა 1997 წელს დაიწყო და მასში 38 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. შემდეგ, 13 წლის განმავლობაში, წარმოებული რეესტრის მეშვეობით ამ ადამიანების გარდაცვალების მაჩვენებელს აკვირდებოდნენ. კვლევის ავტორის განცხადებით, მკვლევრები თავდაპირველად ძილის ხანგრძლივობას და მის გარდაცვალებასთან კავშირს იკვლევდნენ, თუმცა მოგვიანებით ყურადღების გამახვილება დაიწყეს სამუშაო კვირის განმავლობაში ძილის ხანგრძლივობაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.