ახალი ამბები

არა, “აეროფლოტი” ბილეთებს არ გჩუქნით

23 მაისი, 2018 • 1482
არა, “აეროფლოტი” ბილეთებს არ გჩუქნით

“ვაიბერის” მომხმარებელთა ნაწილმა მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, მათ რუსული ავიაკომპანია “აეროფლოტი” თვითმფრინავის ბილეთებს ჩუქნის.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოში “აეროფლოტის” წარმომადგენლობას, სადაც ამბობენ, რომ მსგავსი აქცია არ აქვთ და “ვაიბერით” გავრცელებული შეტყობინება სიცრუეა.

“აეროფლოტი” რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით და პრიქით, რეგულარულ ავიარეისებს ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი