ახალი ამბები

ცოლის ცემაში ბრალდებულს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

23 მაისი, 2018 • 1428
ცოლის ცემაში ბრალდებულს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა აცხადებს, რომ 2018 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ საგარეჯოში ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ.მ-მ მეუღლეზე – თ.ტ-ზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველებმა ლ.მ. იმავე დღეს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარედგინა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის) და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი