ახალი ამბები

“აღმოფხვერი ფეიკბუქი” – ცუკერბერგს ბრიუსელში აქციით დახვდნენ

22 მაისი, 2018 • 2244
“აღმოფხვერი ფეიკბუქი” – ცუკერბერგს ბრიუსელში აქციით დახვდნენ

“Cambridge Analytica”-ს სკანდალთან დაკავშირებით “ფეისბუქის” დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ამჟამად ევროპარლამენტის კანონმდებლების კითხვებს პასუხობს. თუმცა მანამდე ის არც სამოქალაქო აქტივისტების ყურადრების მიღმა დარჩენილა.

“გლობალურ მოქალაქეთა მოძრაობის” წევრებმა ევროკომისიის წინ “ფეისბუქის” დამფუძნებლის მანეკენები დადგეს, რომლებზეც ეწერა: “Fix Fakebook”. სოციალური ქსელის სახელწოდებასთან სინთეზირებული გზავნილით აქციის მონაწილეები ცუკერბერგს “ფეისბუქზე” ყალბი ინფორმაციის გავრცელების შეჩერებას სთხოვდნენ. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ ასობით მილიონი ყალბი ანგარიშიდან სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია და როგორც “ფეისბუქის” ადმინისტრაციას, ისე ევროკავშირის კანონმდებლებს, დემოკრატიის დაცვისკნე მოუწოდენბდნენ.

აქცია ბრიუსელში. ფოტო: EPA/ STEPHANIE LECOCQ

აქცია ბრიუსელში. ფოტო: EPA/ STEPHANIE LECOCQ

აქცია ბრიუსელში. ფოტო: EPA/ STEPHANIE LECOCQ

აქცია ბრიუსელში. ფოტო: EPA/ STEPHANIE LECOCQ

ევროპარლამენტის დეპუტატებს კითხვები ძირითადად აქვთ ონლაინ პლატფორმის უსაფრთხოებაზე, პირად მონაცემთა დაცვასა და არჩევნების პროცესებზე მის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით.

ცუკერბერგმა სოციალური ქსელის სკანდალის გამო ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა და თავის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.

“ეს ეხება ყალბ ინფორმაციას, გარე ჩარევებს არჩევნებში თუ მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის არასწორად გამოყეებას. ჩვენ საკუთარი პასუხისმგებლობა საკმარისად არ გაგვიაზრებია. ეს იყო შეცდომა და გიხდით ბოდიშს”, – აღნიშნა მან.

აპრილში ცუკერბერგს მსგავსი შეხვედრა აშშ-ის სენატორებთანაც ჰქონდა. დისკუსიის მთავარი თემა, მოცემულ შემთხვევაშიც, “Cambridge Analytica”-ს სკანდალი იყო.

როგორ დაიწყო Cambridge Analytica-ს სკანდალი

რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, Channel 4-მა  და The New York Time-მა ბირტანეთში რეგისტრირებულ ანალიტიკურ კომპანიას Cambridge Analytica-ს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენაში დასდო ბრალი. მედიასაშუალებების მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის კომპანიამ ფეისბუკის მომხარებლების პერსონალური მონაცემები გამოიყენა.

როგორც CNN წერს, ფეისბუკმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორს, ალექსანდრ კოგანს 2014 წელს უფლება მისცა, შეეგროვებინა სოციალური ქსელის იმ ასეულობით ათასი მომხმარებლის პერსონალური მონაცემი, რომლებიც კოგანის მიერ შექმნილ აპლიკაციას – “ეს არის შენი ციფრული ცხოვრება” – გამოიყენებდა. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობდა ე.წ. პიროვნების ტესტს, სანაცვლოდ კი მომხმარებლები თანხმდებოდნენ, რომ აპლიკაცია შეაგროვებდა მონაცემებს მათი ადგილსამყოფელის, მეგობრებისა და ფეისბუკზე მათი “მოწონებების” შესახებ. აღნიშნული ქმედება ფეისბუკის იმდროინდელი წესებით ნებადართული იყო. როგორც კოგანი ამბობს, აღნიშნული ტესტი მას ფეისბუკმომხმარებლების ონლაინ ქცევის შესასწავლად სჭირდებოდა.

ალექსანდრ კოგანმა თავისი აპლიკაციის 270 ათასი ამერიკელი მომხარებლის მონაცემი პირდაპირ მოიპოვა. გარდა ამისა, მან შეაგროვა ამ მომხარებლების მეგობართა პერსონალური მონაცემები, რამაც, ჯამში, 87 მილიონ ადამიანს მიაღწია.

The New York Times-ის ინფორმაციით, კოგანმა აღნიშნულ ადამიანთა პერსონალური მონაცემები Cambridge Analytica-ს მიაწოდა (ამ კომპანიას კავშირი არ აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტთან).

იმ დროისთვის, ანუ 2015-6 წლებში, Cambridge Analytica დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისთვის მუშაობდა, ხოლო მომხმარებლების მონაცემების შეგროვებით მათ საშუალება მიეცათ, შეექმნათ მოქმედების ისეთი სტრატეგია, რომელიც გარკვეულწილად არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას იქონიებდა.

ფეისბუკმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბრიტანულმა კომპანიამ მათი მომხმარებლების მონაცემები 2015 წელს წაშალა, თუმცა, როგორც The New York Time-ს წერს, Cambridge Analytica-ს ამ მონაცემებზე წვდომა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ჰქონდა.

გამოცემის თანახმად, ფეისბუკის ისტორიაში ეს სკანდალი მომხმარებლების პირადი მონაცემების გაჟონვის ყველაზე დიდი შემთხვევაა. თავად Cambridge Analytica-ში The New York Time-ის ბრალდებებზე აცხადებენ, რომ მომხმარებლების მონაცემები 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში არ გამოუყენებიათ.

ფეისბუკის სკანდალის ირგვლივ დისკუსია კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც Channel 4-მა Cambridge Analytica-ს ამჟამინდელი მოქმედი ხელმძღვანელ ალექსანდრ ნიქსზე ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ის პოლიტიკოსებთან შესაძლო შეთანხმებასა და ქრთამზე საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი