ახალი ამბები

ვიდეოში ჩანს, რომ ავტომობილმა ძაღლს გადაუარა – გამოძიება დაიწყო

22 მაისი, 2018 • 4641
ვიდეოში ჩანს, რომ ავტომობილმა ძაღლს გადაუარა – გამოძიება დაიწყო

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც ჩანს, რომ ავლაბარში ავტომობილმა  ძაღლს გადაუარა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ძაღლი მრავლობითი დაზიანებებით მოკვდა.

ცხოველთა კერძო თავშესაფრის ხელმძღვანელი, თამაზ ელიზბარაშვილი კიდევ ერთი საჩივრის შეტანას გეგმავს პროკურატურაში მძღოლის წინააღმდეგ, რომელმაც ძაღლს გადაუარა. ძაღლს უკვე ჩაუტარდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ექსპერტიზა, თუმცა ელიზბარაშვილის თავშესაფარი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს სიკვდილის მიზეზის ოფიციალურად დასადასტურებლად, რომელსაც სარჩელს თან დაურთავენ.

სიახლეები ცხოველებზე

ცხოველთა დამცველები დღეს ინციდენტის ადგილას იმყოფებოდნენ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გასაპროტესტებლად. ისინი კვლავ გეგმავენ აქციების გამართვას მომხდარის დასაგმობად და სამართალდამცველებს მოუწოდებენ, სათანადო რეაგირება მოახდინონ.

დღევანდელი აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არკვევდნენ, დაუდევრობით გადაუარა თუ არა მანქანით ძაღლს მძღოლმა, თუმცა ცხოველთა დამცველებს ეს ადამიანი არ შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი