ახალი ამბები

ბატონი ბიძინა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას ემხრობა – ზოიძე

22 მაისი, 2018 • 3626
ბატონი ბიძინა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას ემხრობა – ზოიძე

“ბატონი ბიძინა [ივანიშვილი] ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი. მე შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება არ გაგრძელდება უსასრულოდ, აუცილებლად ჩამოვყალიბდებით პოზიციაზე. ალბათ, შიდარეიტინგული კენჭისყრა იქნება და ჩვენ ყველა ვარიანტში მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ გააკეთა “ქართულ ოცნებაში” გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

“პრინციპული დაპირისპირება არც ახლა გამოიკვეთა, მაგრამ ჩვენ დაგვჭირდა დრო, რომ საბოლოოდ შევჯერებულიყავით.  ძალიან ბევრი პოზიცია დაახლოვდა, მაგრამ კიდევ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო.  პოზიციები დაახლოვდა, თუმცა აუცილებელი იქნება დამატებით კონსულტაციები უკვე დეტალებზე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ზოიძემ.

“ქართული ოცნების” ოფისში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე უმრავლესობის კონსულტაციები დღეს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ “ოცნების” წარმომადგენლები აცხადებდნენ, ივანიშვილი პოზიციების დაახლოებაში დახმარებას ცდილობდა. გასული წლიდან მოყოლებული პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის თაობაზე, რომელიც მომხმარებლების მიმართ პოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, თუმცა დეპუტატები მის თაობაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადავადდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი