მოსწავლეს სკოლის წინ, ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, კერძო სკოლა “პოლიგლოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-12 კლასელ მოზარდს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქვეითთათვის განკუთვნილ ზებრაზე გადადიოდა.

შინანაგ საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა. დაწყებულია გამოძიება, რის შემდეგაც გამოიკვეთება მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

ავარიის შემთხვევის ადგილი. ფოტო: თორნიკე დარჯანია

რაც შეეხება სკოლის მოსწავლეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და, სავარაუდოდ, აღენიშნება მოტეხილობები.

თვითმხილველი თორნიკე დარჯანია ფეისბუკის პირად გევრდზე წერს, რომ აღნიშნულ მოსწავლეს ზებრაზე გზა დაუთმო, რის შემდეგაც მას სხვა მანქანა დაეჯახა.

როგორც თორნიკე დარჯანია წერს, მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის გარდა მდებარეობს საბავშვო ბაღიც, რის გამოც დამატებითი გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნებია დაყენებული. საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით, მძღოლი ვალდებულია, ასეთ ზონაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.