ახალი ამბები

გახდება თუ არა მარიხუანა ლეგალური – საქმეს საკონსტიტუციო განიხილავს

21 მაისი, 2018 • 5728
გახდება თუ არა მარიხუანა ლეგალური – საქმეს საკონსტიტუციო განიხილავს

30 მაისს, 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივ სარჩელს, რომელიც ეხება ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას მარიხუანის მოხმარებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს გირჩის ლიდრების სარჩელს, საქართველოში მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდება.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადოს ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამ შემთხვევაში, მან უარი უნდა თქვას გირჩის ლიდერების მიერ უკვე მოგებული საქმის (#732) ლოგიკაზე.

“თუ ამ საქმეს მოვიგებთ, მარიხუანა საქართველოში იქნება სრულად ლეგალური! ეს არის ბრძოლა, რომელზეც ჩვენ ყველამ დავხარჯეთ ბევრი წელი – ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის! და თავისუფლება იწყება შენი სხეულიდან!

კი, ჩემი სხეული არის ჩემი! მეტი არავისი! და რასაც მინდა, იმას ვუზამ! ან გჯერა ამ მარტივი ჭეშმარიტების, ან იბლანდები საზოგადოებრივი საკუთრების ტრაგიკულ და სასაცილო ლაბირინთებში, და შემდეგ ამთავრებ წითელი ან შავი ტოტალიტარიზმით. მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა მოგებულია, თავისუფლებას წინ ვერაფერი დაუდგება,” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი