იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.1%-ით გაიზარდა – წინასწარი მონაცემები

2018 წლის იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დეკლარირებული საგარეო ვაჭრობიდან ოთხი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი სამ მილიარდ დოლარს აჭარბებს. აქედან 961.4 მლნ დოლარი ექსპორტზე მოდის. 2017 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით ქვეყნის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა. დაახლოებით იგივე ზრდაა იმპორტის მიმართულებითაც. მიმდინარე წლის ოთხ თვეში იმპორტის რაოდენობამ ორ მილიარდს გადააჭარბა.

რომელ ქვეყნებში ყიდის საქართველო ყველაზე მეტ პროდუქტს

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და  აზერბაიჯანი. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აპრილში ევროკავშირთან ვაჭრობა 25.7%-ით გაიზარდა. აქედან ექსპორტი 241.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (23.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი- 828.4 მლნ. აშშ დოლარი (26.3 პროცენტით მეტი). ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა ოთხ თვეში დაახლოებით 25%-ითაა გაზრდილი.  ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებთან ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქედან ექსპორტი 241.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (23.7%-ით მეტი), ხოლო იმპორტი- 828.4 მლნ. აშშ დოლარი (26.3%-ით მეტი).

წყარო: საქსტატი

წყარო: საქსტატი

რას ყიდის საქართველო საზღვარგარეთ

საექსპორტო საქონელში პირველ და მეორე ადგილს ბუნებრივი რესურსები იკავებს. 2018 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, ექსპორტის მხრივ პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები. შემდეგ მოდიან მსუბუქი ავტომობილები და ყურძნის ნატურალური ღვინოები.

წყარო: საქსტატი

რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველაზე დიდი ოდენობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.