ახალი ამბები

საქართველოში პირველად Neymar Jr’s Five ფეხბურთის ჩემპიონატი ტარდება

21 მაისი, 2018 • 1607
საქართველოში პირველად Neymar Jr’s Five ფეხბურთის ჩემპიონატი ტარდება

საქართველოში პირველად Neymar Jr’s Five ფეხბურთის ჩემპიონატი ტარდება. ფეხბურთი 5-5-ზე – მარტივი და განსხვავებული წესებით. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და მიმდინარეობს მითითებულ ვებგვერდზე.

მონაწილეობის წესები:

  • ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 5-7 კაციან გუნდებს, 16-დან 25 წლამდე მოთამაშეებით (25 წელს ზევით მხოლოდ ორი მოთამაშე დაიშვება გუნდში);
  • თითოეულ გუნდში მხოლოდ ორი 25 წელზე დიდი მოთამაშე დაიშვება;
  • თამაში გრძელდება 10 წუთი;
  • გუნდებს არ ჰყავთ მეკარე;
  • თითოეულ გაშვებულ გოლზე გუნდს აკლდება ერთი მოთამაშე.

შესარჩევი თამაშების განრიგი:

  • თელავი – 2 ივნისი, 12:00 საათი;
  • გორი – 4 ივნისი, 16:00 საათი;
  • ქუთაისი – 6 ივნისი, 16:00  საათი;
  • ბათუმი – 9 ივნისი, 12:00 საათი;
  • ზუგდიდი – 11 ივნისი, 16:00 საათი;
  • თბილისი – 13 ივნისი, 16:00 საათი.

საქართველოს საუკეთესო გუნდები ერთმანეთს 16 ივნისს თბილისში დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული კი ქვეყნის სახელით 21 ივლისს Instituto Projeto Neymar Jr-ზე, ჩემპიონატის მსოფლიო ფინალში ითამაშებს.

მედია აკრედიტაციისთვის გადადით ბმულზე და შეავსეთ აპლიკაცია. 

2017-2018 წლის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ჩემპიონატებიდან ფოტო/ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ. მასალის გამოყენებისთვის საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია.

საქართველოში პირველად Neymar Jr’s Five ფეხბურთის ჩემპიონატი ტარდება

მასალების გადაბეჭდვის წესი