ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო და რუსეთი “სავაჭრო კორიდორების” გახსნისთვის ემზადებიან

21 მაისი, 2018 • 6524
საქართველო და რუსეთი “სავაჭრო კორიდორების” გახსნისთვის ემზადებიან

რუსეთმა შვეიცარულ კომპანია SGS -თან ხელშეკრულებას მონიტორინგის შესახებ ხელი მოაწერა.  ანალოგიურ შეთანხმებას შვეიცარიულ კომპანიასთან ქართულმა მხარემ 2017 წლის დეკემბერში მოაწერა ხელი.

პრაღაში 24 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრის მიმდინარეობისას „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ შეთანმებასთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფორმირების საკითხზე იმუშავებენ. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა.

შეთანხმება „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ ითვალისწინებს ე.წ. სავაჭრო კორიდორების შექმნას რუსეთიდან საქართველოში და სომხეთში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების მოძრაობებს შვეიცარიელები დააკვირდებიან.

თუმცა, 2011 წლის ხელშეკრულების ინტერპრეტაციები ჯერ კიდევ პრობლემურ თემად რჩება.  რუსულ ინტერპრეტაციებზე, მათ შორის თავად სოხუმისა და ცხინვალის როლზე, უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ტვირთბრუნვა სამი დერეფნის გავლით (იხილეთ რუკა) უნდა განხორციელდეს.

რუსეთმა WTO-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ორგანიზაციაში გაწევრიანება 2012 წელს შეძლო. ორგანიზაციაში გაწევრიანების თვალსაზრისით რუსეთს ერთ-ერთ პრობლემას უქმნიდა საქართველო, რომელსაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან შესული და გასული ტვირთების საბაჟო ადმინისტრირება, ასევე ვაჭრობის მონიტორინგის მიღწევა სურდა.

საბოლოოდ, ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს შვეიცარიის მედიაციის წყალობით გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, შვეიცარიამ იკისრა იმ კერძო კომპანიის შერჩევის ვალდებულება, რომელიც სავაჭრო დერეფნების თავსა და ბოლოში ტერმინალებზე მონიტორინგს და საბაჟო ადმინისტრირებას განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ელექტრონული სახით საქართველო მიიღებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რითი ვაჭრობენ ერთმანეთში რუსეთი და სოხუმი, ან რუსეთი და ცხინვალი.

შვეიცარიის მხარემ დახმარება გაუწია მხარეებს (რუსეთ-საქართველოს) ნეიტრალური კერძო კომპანიის (SGS Societe Generale de Surveillance SA) შერჩევაში, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს ტვირთის გადაზიდვაზე
.
(გამშვები პუნქტების მდებარეობა რუკაზე; წყარო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი  )

მასალების გადაბეჭდვის წესი