თელავში კაცი დაჭრეს

თელავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. შსს-ს თანახმად, ურთიერთშელაპარაების შედეგად 1992 წელს დაბადებული პირი დანით დაჭრეს. “დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,”-წერია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 20 მაისს მოხდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.