ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს ვიზის განახლება გაუჭიანურა

დიდ ბრიტანეთს რუსი ოლიგარქითვის რომან აბრამოვიჩისთვის ვიზის განახლებაზე თანხმობა ამ დრომდე არ მიუცია. FT-ის ინფორმაციით, “ჩელსის” მფლობელის ბრიტანულ ვიზას რამდენიმე კვირის წინ გაუვიდა ვადა. Financial Times აბრამოვიჩის გარემოცვაზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზის განახლების დროში გაჭიანურების მიზეზი რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. ბრიტანეთში მოღვაწე რომან აბრამოვიჩი კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენად ითვლება.

Forbes-ის თანახმად, რუსი ბიზნესმენის ქონება 11 მილიარდ დოლარს აჭარბებს. Forbes წერს, რომ ოლიგარქის ქონებამ პიკს 2008 წელს მიაღწია, როდესაც ბიზნესმენის კაპიტალმა 23 მილიარდს გადააჭარბა. Financial Times-ის თანახმად, აბრამოვიჩს ბრიტანეთმა ვიზაზე უარი არ უთხრა, უბრალოდ ვიზის განახლების პროცესი მოსალოდნელზე მეტად გაჭიანურდა და ამ დრომდე ოლიგარქს ვიზის განახლებაზე შეფერხების მიზეზი ბრიტანულ მხარეს არ განუმარტავს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.