ინგა გრიგოლია შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია შსს-ს მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. გამოკითხვაზე შესვამდე ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მისთვის უცნობი კაცი ემუქრება.

“ციხიდან მირეკავდა ჩემთვის უცნობი ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო. გავარკვიე რომ ზარი ციხიდან იყო  და ზარზე აღარ ვპასუხობდი. 2013 წლის შემდეგ როგორც ჩანს ციხიდან გამოვიდა და უკვე ჩემს პირად ტელეფონზე რეკვა დაიწყო. არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი და საერთოდ არ ვიცი რატომ მოვხვდი მისი ინტერესის არეალში,”-აცხადებს ჟურნალისტი.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ უცნობი მამაკაცი მას ემუქრება და შსს-ს მიმართავს, რომ დაიცვან. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პოლიციელებს მან წარსულშიც მიმართა, თუმცა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და უკვე წლებია, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს. ინგა გრიგოლიას წერილიდან ირკვავა, რომ ეს ადამიანი მას პირველად 2011 წელს, ციხიდან დაუკავშირდა, 2013 წლის ამნისტიის შედეგად კი საპატიმრო დატოვა და შევიწროება და მუქარა განაგრძო. ნეტგაზეთს შინაგნ საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება მუქარის ფაქტზე არის დაწყებული (სსკ-ს 151-ე მუხლით).

ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ემუქრებიან და შსს-ს მიმართავს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.