პროკურატურა – ბადაგონის საქმეზე გამოძიება შეწყდა

“ბადაგონის” საქმეზე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება შეწყდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 18 იანვარს, შპს „ბადაგონის“ ყოფილი პარტნიორების განცხადების საფუძველზე,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება შპს „ბადაგონის“ წილის შესაძლო მითვისების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. “ჩატარებული გამოძიებით მხარეთა ქმედებაში არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები და სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება,”-აცხადებენ უწყებაში. … ვრცლად პროკურატურა – ბადაგონის საქმეზე გამოძიება შეწყდა