ახალი ამბები

სროლა ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში: დაკავებულია 17 წლის ეჭვმიტანილი

19 მაისი, 2018 • 1829
სროლა ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში: დაკავებულია 17 წლის ეჭვმიტანილი

მოზარდს, რომელიც ტეხასში, სანტა ფეს სკოლაში 10 ადამიანი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. 17 წლის დიმიტრიოს პაგურცისი, რომელიც ამავე სკოლაშ სწავლობდა, უკვე დაკავებულია და პოლიციასთან თანამშრომლობს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაკავებულისადმი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების პროცედურა უარყოფილია. მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენაში ედება ბრალი. ეჭვმიტანილმა თავდასხმისას დამბაჩა და რევოლვერი გამოიყენა. მასთან ერთად გამოძება კიდევ ერთი მოსწავლით დაინტერესდა, რომელიც ასევე დააკავეს.

შეიარაღებულ თავდასხმა ტეხასში, სანტა ფეს სკოლაშ პარასკევს, დილის საათებში მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, რომელიც საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდა, ცეცხლი თავდამსხმელმა ხელოვნების გაკვეთილის მიმდინარეობისას გახსნა. ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 10 კი დაშავდა. დაღუპულთაგან ცხრა მოსწავლე, ერთი კი – მაწავლებელია. დაშავებულები სამ სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს.

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებმაა სკოლასთან ახლოს აუმოქმედბეელი ასაფეთქებელი მოწყობილობებიც იპოვეს.

ტრაგედიას მალევე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მასობრივი თავდასხმები აშშ-ში “მეტად დიდი ხანია, გრძელდება”.

CNN-ის ცნობით, 2018 წელს აღნიშნული რიგით 22-ე შეიარაღებული თავდასხმაა აშშ-ში, რომელიც სკოლაში მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი