ახალი ამბები

პოლიციის მაიორი ავტომანქანით ჯარისკაცს დაეჯახა – ქვეითი ადგილზე დაიღუპა

19 მაისი, 2018 • 3242
პოლიციის მაიორი ავტომანქანით ჯარისკაცს დაეჯახა – ქვეითი ადგილზე დაიღუპა

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 18 მაისს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი  საკუთარი ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე ჯარისკაცს შეეჯახა. ქვეითი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში გვეუბნებიან, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ახალ ხურვალეთთან მოხდა, სადაც შეიარაღებული ძალების პირველი კლასის 1995 წელს დაბადებული რიგითი ქვეითად მოძრაობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დანიშნულია სპეციალური ექსპერტიზები.

შსს-ს ცნობით, მაიორი ჯერ არ დაუკავებიათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი