ახალი ამბები

ავიაკატასტროფა კუბაზე: სავარაუდოდ, დაღუპულია 100-ზე მეტი მგზავრი

18 მაისი, 2018 • 3355
ავიაკატასტროფა კუბაზე:  სავარაუდოდ, დაღუპულია 100-ზე მეტი მგზავრი

კუბაზე , ჰავანასთან ახლოს თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელზეც 104 მგზავრი იმყოფებოდა. როგორც BBC წერს, ბორტზე მყოფ ადამიანების უმრავლესობა, ასზე მეტი, სავარაუდოდ  დაღუპულია. 

როგორც ბიბისი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, მგზავრებიდან  სამი გადარჩა, თუმცა მათი მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ავიაკატასტროფა თვითმფრინავის აფრენიდან მალევე მოხდა. ის ახლომდებარე მინდორში დაეცა.

აღნიშნული თვითმფრინავი კუბის სახელმწიფო ავიაკომპანია Cubana de Aviación-მ მექსიკური კომპანია Damojh-ისგან იქირავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ჰავანიდან აღმოსავლეთით, ქალაქ ოლგინში მიფრინავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი