ახალი ამბები

გახარია: 13-14 მაისს ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდით, უბრალოდ კარზე გვედგა 17 მაისი

18 მაისი, 2018 • 3090
გახარია: 13-14 მაისს ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდით, უბრალოდ კარზე გვედგა 17 მაისი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 18 მაისს, პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემისას განაცხადა, რომ 13-14 მაისს სამართალდამცავი უწყება სხვანაირად მოიქცეოდა, რომ არა “კარს მომდგარი 17 მაისი”.

ყველაფერი კონტექსტურად უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, 13-14 მაისს ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდით, უბრალოდ, კარზე გვედგა 17 მაისი, რომელიც არის სახელმწიფოს და საზოგადოების გამოწვევა. მოდით, ისიც გავითვალისწინოთ, რომ გუშინ [17 მაისს], რაღაცნაირად შევძელით, რომ გამოხატვის თავისუფლება დაგვეცვა. იძულებული ვიყავით იმიტომ, რომ ჩვენს საკმაოდ კონსერვატიულ საზგოადოებაში  გამოხატვის თავისუფლების ცოტა უფრო აგრესიული ფორმები ერთდროულად დაგვებალანსებინა. რისი სამართლებრივი უფლებაც პოლიციას გააჩნია, უფლებამოსილების გადამატებას ადგილი არ ჰქონდა” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი