ახალი ამბები

“გაგებით ვეკიდები” – გახარიას პასუხი ბოკერიას კითხვაზე კრიმინალთან დაკავშირებით

18 მაისი, 2018 • 2215
“გაგებით ვეკიდები” – გახარიას პასუხი ბოკერიას კითხვაზე კრიმინალთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, “გაგებით ეკიდება” კრიმინალის გაზრდილ რაოდენობას. შინაგან საქმეთა მინისტრს გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიგა ბოკერიამ შეახსენა.

“რატომ ვსაუბრობ მე, რომ გაგებით ვეკიდები? სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა, რაც არის კონცეპტუალური მიღწევა, მაგრამ სისტემა ვერ გახდა მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური. აი, ამ დისბალანსმა ჰუმანურობის გაზრდასა და ეფექტურობის ვერდაწევას შორის გამოიწვია ის, რასაც თქვენ ეძახით კრიმინალის ზრდას და შემდგომ აბსოლუტურ პოლიტიკურ კონტექსტში ამბობთ, რომ ამას “გაგებით მოეკიდეთ”. მე ამას ასე ვუყურებ და ვთვლი, რომ ეს არაა ობიექტური რეალობა. აქ არაფერი გასაკვირი არ არის, სისტემის სწრაფ ჰუმანიზაციას ეფექტურობა ვერ დაეწია და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ”. – განაცხადა გახარიამ პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას.

2012 წლის ნოემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, რა გარანტიას აძლევს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას, რომ დაგეგმილი მასშტაბური ამნისტიის შედეგად კრიმინალი არ მოიმატებს, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ გარკვეული დოზით კრიმინალი ქვეყანაში გაიზრდება.

“ეს რა­ღაც ეტაპ­ზე გარ­კვე­უ­ლი დრო გაზ­რდის კრი­მი­ნალს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას გა­გე­ბით უნ­და მო­ე­კი­დოს, უნ­და გა­ვი­ჭირ­ვოთ. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი და უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­სა­ხუ­რებს ამას, ვი­ღა­ცე­ბი გა­მოგ­ვე­პა­რე­ბი­ან, ვი­ღა­ცებს უკან შებ­რუ­ნე­ბა მო­უ­წევს, საზოგადოებამ უნდა გადავიტანოთ ეს. რაღაც უხერხულობებს ეს შექმნის ალბათ. მაგრამ არ­სე­ბო­ბენ ორ­გა­ნო­ე­ბი და ალ­ბათ შე­სატ­ყვის რე­ა­გი­რე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ,”- განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი