ახალი ამბები

რა ნეგატიური გამოცდილების გამოსწორება შეუძლია შსს-ს ჰიპსტერებთან ერთად, გახარიას აზრით

18 მაისი, 2018 • 2058
რა ნეგატიური გამოცდილების გამოსწორება შეუძლია შსს-ს ჰიპსტერებთან ერთად, გახარიას აზრით

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საზოგადოებაში დღესაც დიდი წინააღმდეგობა არსებობს, როდესაც პოლიცია დიდი რაოდენობით ქუჩაში ჩნდება და სამართლის აღსრულებას იწყებს. მინისტრის თქმით, ამის მიზეზია ის წარსული ნეგატიური გამოცდილება, რომელიც აქციებთან დაკავშირებით არსებობს. თუმცა, როგორც გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამის შეცვლა ახლა შესაძლებელია.

“როდესაც ანალიზი მოვახდინეთ, ჩვენთვის ნათელი იყო, ეს რატომ მოხდა. საზოგადოებაში მართლაც არის დიდი რეზისტენტულობა, როგორც კი სამართალდამცავი ორგანო დიდი მოცულობით ჩნდება ქუჩაში და იწყებს სამართლის აღსრულებას. იმ გამოციდლებას, რომელზეც მე უკვე ვთქვი: 9 აპრლიდან დაყწებული 26 მაისით დასრულებული, მართლაც დიდი ენერგია აქვს და ეს არის ის მძიმე წარსული, რისი გამოსწორების საშუალებაც გვაქვს იმ ახალგაზრდებთან და ჰიპსტერებთან ერთად, რომლებიც რაღაც მომენტებში ტაშს უკრავდნენ პოლიციის თანამშრომლებს, რამეთუ მათ იგრძნეს ერთი რამ: 12 მაისს პოლიცია ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე. ეს იყო ორი დიდი განსხვავება. ამას კარგად დაინახავთ, კადრებს რომ შეხედოთ”, – განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი