ახალი ამბები

გახარია – ნარკოტიკების გავრცელების სამი არხია: ფონიჭალა, ინტერნეტი და კლუბური ნარკომანია

18 მაისი, 2018 • 13427
გახარია – ნარკოტიკების გავრცელების სამი არხია: ფონიჭალა, ინტერნეტი და კლუბური ნარკომანია

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 18 მაისს, პარლამენტში გამოსვლის დროს ნარკოტიკების გავრცელების სამი ძირითადი წყარო დაასახელა. მისი თქმით, საქართველოში რეალურად სამი წყარო არსებობს : ფონიჭალა, ინტერნეტი და კლუბური ნარკოტიკი.

“დღეს რეალურად საქართველოში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და არხი. პირველი, ეს გახლავთ ფონიჭალა და ბოლო სამი თვის განმავლობაში 10-მდე კილოგრამი  ჰეროინია ამოღებული აქედან და საკმაოდ ეფექტურად ვმუშაობთ ძირითადად მსხვილ კომპონენტზე. მეორე და ძალზედ სერიოზული გამოწვევა, ეს არის ინტერნეტ საშუალებით გავრცელება, და მესამე არის კლუბური ნარკომანია, რომლის ძირითადი წყარო და ტრანზიტი ევროპის ქვეყნებია. ერთმნიშვნელოვნად გვინდა მუშაობა მძიმე კლუბური ნარკოტიკების გავრცელების შეწყვეტის თვალსაზრისით,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სამივე დასახელებული არხი და პრობლემა იმდენად ტრანსასაზღვროა, რომ საქართველო მარტო ვერ აღკვეთს.

“ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ჩვენს კოლეგებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ყველა სხვა და მათ შორის კლუბური ნარკოტიკების შემთხვევებშიც, ეს იყო პირველი ნაბიჯი. ჩვენ აქედან ვგეგმავთ გავრცელებისა და შემოტანის არხებზე გასვლას,” – განმარტა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი