ახალი ამბები

რატომ შეადარა მარიამ ჯაშმა ერთმანეთს გიორგი გახარია და კობა ნარჩემაშვილი [ვიდეო]

18 მაისი, 2018 • 3026
რატომ შეადარა მარიამ ჯაშმა ერთმანეთს გიორგი გახარია და კობა ნარჩემაშვილი [ვიდეო]

“ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს დარბაზში გვესწრება ორი ჩვენი კოლეგა: კობა ნარჩემაშვილი, რომელიც 2003 წლის მოვლენების მშვიდობიანად დასრულებასთან დაკავშირებით მთავარი მოქმედი პირი იყო და დღეს გვყავს გიორგი გახარია, რომელმაც 13 მაისი მშვიდიობიანად კონფლიქტის გარეშე დაასრულა”, – ეს განცხადება დეპუტატმა მარიამ ჯაშმა გააკეთა პარლამენტში, სადაც დღეს შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

დეპუტატები შს მინისტრთან განიხილავენ გასულ კვირას ჩატარებულ სპეცოპერაციებს კლუბებში, ბასიანსა და გალერიში:

“ეს არის დადასტურება, რომ ამ ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურა არასდროს წავა საზოგადოების წინააღმდეგ”, – თქვა ჯაშმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი