ახალი ამბები

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი: “წმინდა პარლამენტზე” ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

18 მაისი, 2018 • 1408
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი: “წმინდა პარლამენტზე” ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი” აცხადებს, რომ მათ ფეისბუკ ღონისძიებაზე “წმინდა პარლამენტი” კიბერთავდასხმა განხორციელდა.

გუშინ, 2018 წლის 17 მაისს, აქტივისტებმა წამოიწყეს ონლაინ-კამპანია, შექმნეს ფეისბუქ გვერდი “საქართველოს წმინდა პარლამენტი”, სადაც ზუსტად 19:00-ზე მხარდამჭერებს სთხოვეს check-in-ის გაკეთება.

“აქციამდე, ანუ 19:00 საათამდე 5 წუთით ადრე, გვერდი “საქართველოს წმინდა პარლამენტი” უბრალოდ გაქრა”,. – აცხადებს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი.

ჯგუფის ცნობით, ჯგუფის 2 წევრს დაებლოკა ფეისბუქის პირადი ანგარიში და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაბრკოლებითა და შეფერხებით მოახერხეს ფეისბუქზე შესვლა.

ონლაინ აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 19:00-დან დაახლოებით 40 წუთის გასვლის შემდეგ ფეიჯი განახლდა, თუმცა შეუძლებელი იყო მისი პოსტების გადაზიარება. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გვერდის სპეციფიკაციებში გამოქვეყნების სტატუსი იყო გამოცვლილი და გვერდს მხოლოდ შემქნელები ხედავდნენ. მას შემდეგ, რაც ეს ხარვეზი გასწორდა, ჯგუფის წევრებმა “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” ოფიციალური გვერდიდან ისევ განაახლეს ონლაინ კამპანიის ანონსის გაზიარება.

აქციის ორგანიზატორების ცნობით, 80-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო კამპანიაში. ისინი მოუწოდებდნენ ყველას, ვინც ჯერ არ იყო მონიშნული, აქციაში ჩართულიყვნენ და ასე ეთქვათ მთავრობისთვის თავიანთი სათქმელი!

მასალების გადაბეჭდვის წესი