ახალი ამბები

გახარია: შავ ზღვაზე უსაფრთხოების წვრთნებისთვის 2 აილენდის კლასის გემი დაგვემატება

18 მაისი, 2018 • 2711
გახარია: შავ ზღვაზე უსაფრთხოების წვრთნებისთვის 2 აილენდის კლასის გემი დაგვემატება

გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა საზღვრის მართვა. როგორც მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უახლოეს პერიოდში 2 ახალი აილენდის კლასის გემს დაიმატებენ შავ ზღვაზე უსაფრთხოების წვრთნებში მონაწილეობისთვის.

“ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლების დახმარებით, ჩვენ შევქმენით “ჯეიმოკი”. ეს არის ერთობლივი მართვის ცენტრი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ნატოს საპარტნიორო პროგრამებში. უახლოეს პერიოდში ჩვენ დაგვემატება 2 ახალი “აილენდის” კლასის გემი, რაც მოგვცემს საშუალებას, უფრო სრულფასოვნად მივიღოთ შავ ზღვაზე უსაფრთხოების წვრთნებში მონაწილეობა. ჩვენი სასაზღვრო უსაფრთხოების კომპონენტის გაზრდის გარდა, ეს არის ჩვენი მესაზღვრეების კომპეტენციის ზრდის ერთადერთი საშუალება,” – განაცხადა პარლამენტში გიორგი გახარიამ.

შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამშრომლობის მეორე მხარეს, სტრატეგიულ პარტნიორებს, რადგან, როგორც გახარია ამბობს, ისინი სერიოზული რესურსებით ეხმარებიან საქართველოს ამ მიმართულებით.

აილენდის კლასის საპატრულო გემები. ფოტო: Daniel Barker

მასალების გადაბეჭდვის წესი