ახალი ამბები

ნიუ იორკელი ქართველები ევრომაიდანის მხარდასაჭერად [ფოტო]

9 დეკემბერი, 2013 • • 974
ნიუ იორკელი ქართველები ევრომაიდანის მხარდასაჭერად [ფოტო]

3 ათასამდე უკრაინელი და მათი მხარდამჭერები (მათ შორის, ქართველები, ბელორუსები, პოლონელები, თურქები) სოლიდარობას უცხადებდნენ ევრომაიდანზე მიმდინარე მშვიდობიან აქცის; იმ ადამიანებს, ვინც ერთმნიშვნელოვლად მხარს უჭერს უკრაინის ევროინტეგრაციას. ასევე, აპორტესტებდნენ სპეციალური პოლიციური შენაერთის „ბერკუტის“ მიერ დამოუკიდებლობის მოედანზე მშვიდობიანი აქციის დარბევას, რომლის დროსაც ყველაზე მეტად სტუდენტები დაშავდნენ.

 

პროტესტანტებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის პრეზიდნეტი იანუკოვიჩი აგრძელებს ხალხის ნების იგნორირებას, რუსეთის იმპერიული ზრახვების წინაშე უკან დახევას, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარის გაცხადებით გამოვლინდა.

 

დემონსტრანტებმა მიმართეს ევროპული სახელმწიფოების ლიდერებსა და აშშ–ის მთავრობას იმისთვის, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერიონ უკრაინაში შექმნილი კრიზისული მდგომარების გადაწყვეტის პროცესში და დაინტერესდნენ მშვიდონიანი აქციის დარბევის დროს 24 გაუჩინარებული ადამიანის ბედით. ასევე, გაავრცელეს მიმართვა ამერიკელი კონგრესმენებისადმი, რომელიც უკრაინის მთავრობის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნას შეიცავს და იმის კონსტატაციას, რომ უკრაინელი ხალხის არჩევანია, იყოს თავისუფალი საბჭოური კომუნიზმისგან; რომ უკრაინის, როგორც სახელმწიფოს პროგრესის მნიშვნელოვანი პირობაა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი