ახალი ამბები

13 000 ბავშვისთვის თბილისში საზაფხულო ბაღი იმუშავებს

18 მაისი, 2018 • 1793
13 000 ბავშვისთვის თბილისში საზაფხულო ბაღი იმუშავებს

თბილისის მერიის ცნობით, იმ ბავშებისთვის, რომლებიც ვერ ახრხებენ ზაფხულში ქალაქგარეთ დასვენებას, საზაფხულო ბაღები იმუშავებს.

მერიის ცნობით, საზაფხულო ბაღებისთვის რეგისტრაცია 24 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge.  საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობას წელს 13 000 აღსაზრდელი შეძლებს.

“საზაფხულო ბაღები გახლავთ თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ოჯახებს, ვინც ვერ ახერხებს ივლისის პერიოდში ქალაქგარეთ გასვლას, საშუალება ეძლევათ ისარგებლონ ჩვენი ბაღების მომსახურებით,“ – განაცხადა კახა გვანცელაძემ, თბილისის ბაგა–ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მერიის ცნობით, რეგისტრაციის დაწყების დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს.

თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს შემდეგ ბაგა-ბაღებში:

  • გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186
  • დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15.
  • ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
  • ისნის რაიონი –N202 , N29, N26, N215, N182.
  • კრწანისის რაიონი –N51, N206.
  • მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162
  • ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80.
  • საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112.
  • სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72.
  • ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.

მასალების გადაბეჭდვის წესი