ახალი ამბები

ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში ჩოხოსანი ბაიკერები ივლიან

18 მაისი, 2018 • 4873
ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში ჩოხოსანი ბაიკერები ივლიან

ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, რომელსაც თბილისის გარდა საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტ ქალაქში აღნიშნავენ, დედაქალაქის ქუჩებში ჩოხებში შემოსილი ბაიკერები იმოძრავებენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, ბაიკერები მსვლელობას 17:00 საათზე დაიწყებენ და თბილისის ქუჩებში სამოსის დღეს დაანონსებენ.

მთავარი ღონისძიება კი თბილისში, ახალ აღმაშენებელზე გაიმართება. 18:00 საათზე დაგეგმილია კოსტუმირებული მსვლელობა ახალ აღმაშენებელზე. 19:00 საათიდან კი გაიმართება სანდრო ნიკოლაძის ბენდის „მუსიკალური ელარჯის“; სუხიშვილების ახალი თაობის და სხვა შემსრულებლების კონცერტები.

ფოტო: მარი ონეზაშვილი

ეროვნული სამოსის დღე წინა წლებშიც აღინიშნებოდა, ნახეთ ნეტგაზეთის ფოტორეპორტაჟი, შარშან 18 მაისს, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებული მსვლელობიდან:

მსვლელობა ეროვნული სამოსით თბილისში [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი