იაპონიის სარკინიგზო კომპანია ბოდიშს იხდის, რადგან ბოლო თვეების მანძილზე უკვე მეორედ მატარებელმა ბაქანი 25 წამით ადრე დატოვა.
სარკინიგზო კომპანია აცხადებს, რომ “კლიენტებისთვის მიყენებული დისკომფორტი უპატიებელია’.
გასული წლის ნოემბერში მატარებელმა 20 წამით ადრე დატოვა ბაქანი, ახლა კი, როგორც BBC წერს, მატარებელი მთელი 25 წამით ადრე დაიძრა სადგომიდან.
BBC-ის ცნობით, იაპონიის მატარებლები ზედმიწევნით პუნქტუალური არიან, ამიტომ მგზავრობის გეგმის დარღვევა მგზავრებმა მალევე შენიშვნეს და ამის გამო ჩივილი გადაწყვიტეს, რასაც მალევე მოჰყვა კომპანიის ბოდიში.