ახალი ამბები

ნაციონალისტები დაკავებულების გათავისუფლებამდე დაშლას არ აპირებენ

17 მაისი, 2018 • 1586
ნაციონალისტები დაკავებულების გათავისუფლებამდე დაშლას არ აპირებენ

ნაციონალისტური დაჯგუფებები ამ წუთებში [21:35] პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და მანამდე არ აპირებენ დაშლას, სანამ პოლიცია მათი აქციების ლიდერებს არ გამოუშვებენ.

აღნიშნული ულტიმატუმის შესახებ აქციაზე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. დღეს, 17 მაისს, პოლიციაში ბოლო რამდენიმე საათია გამოკითხვაზე იმყოფება გურამ ფალავანდიშვილი, გია კორკოტაშვილი და გიორგი გაბედავა.

 

სანდრო ბრეგაძის ულტიმატუმი ხელისუფლებას

Posted by netgazeti.ge on Thursday, May 17, 2018

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა,თუმცა 2014 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ დააწესა. ამ დღის შემდეგ საპატრიარქო ყოველ წელს ატარებს ხატით მსვლელობებს, მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნოს “ოჯახის სიმტკიცის დღე”. ის ადამიანები, რომლებიც გამოდიან საპატრიარქო მიერ ორგანიზებულ მსვლელობაზე, ეწინააღმდეგებიან ანტიჰომოფობიური აქციის ჩატარებას.

“თანასწორობის მოძრაობა” 17 მაისს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გეგმავდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, თუმცა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ აქცია არ შედგებოდა. მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა, მაგრამ ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა პარალელურად დაიწყეს მობილიზება და შეიქმნა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოძრაობამ თქვა, რომ 17 მაისს მათი დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. ადამიანთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რის გამოც მათ დაიწყეს სხვა, ახალი აქციის ორგანიზება. სწორედ ეს აქციაჩატარდა კანცელარიასთან.

ამის გარდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ქალთა საინიციატივო ჯგუფმა თბილისის სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა სამინისტროსთან აქციებით აღნიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი