ახალი ამბები

შსს-მ ნაციონალისტების აქციაზე 40 პირი დააკავა

17 მაისი, 2018 • 2159
შსს-მ ნაციონალისტების აქციაზე 40 პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, დღევანდელ ნაციონალისტების აქციაზე 39 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო 1- სისხლის სამართლის წესით.

სისხლის სამართლის წესით დააკავეს 22 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც მთავრობის კანცელარიასთან შეეპარათ სამართალდამცველებს და ლგბტ თემის წევრს თავს დაესხა.

სხვა წლების მსგავსად, თბილისის ცენტრალური ქუჩები ნაციონალისტებმა 2018 წლის 17 მაისსაც დაიკავეს. დილიდან იმართება მათი აქცია–მსვლელობები.

2014 წელს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ დააწესა. ამ დღის შემდეგ საპატრიარქო ყოველ წელს ატარებს ხატით მსვლელობებს, მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნოს “ოჯახის სიმტკიცის დღე”. 2018 წელს ეკლესიებში გაიმართა მასობრივი ჯვრისწერა და მრავალშვილიანი ოჯახების დალოცვა. 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი