ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ნინა პერის პერსონალური გამოფენა – „მათი დრო“ გაიმართება

17 მაისი, 2018 • 1490
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ნინა პერის პერსონალური გამოფენა – „მათი დრო“ გაიმართება

დღეს, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ქართველი მხატვრის, ნინა პერის ნამუშევრების გამოფენა იხსნება.

ექსპოზიცია წარმოადგენს პორტრეტების თემატურ სერიას, რომელიც ასახავს პირობით სახეებს: ინგლისის მეფის ჰენრი VIII და მის ცოლებს, ასევე თემასთან დაკავშირებულ სხვა ნახატებს. გამოფენა აერთიანებს 15 ფერწერულ ტილოს, რომლებზეც მხატვარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.  გამოფენა გაგრძელდება 29 მაისამდე.

მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზირი 27. 

მასალების გადაბეჭდვის წესი