ახალი ამბები

პატრიარქის მოსაყდრე: ოჯახური სიწმინდე შეირყა

17 მაისი, 2018 • 1691
პატრიარქის მოსაყდრე: ოჯახური სიწმინდე შეირყა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, ქვეყანაში განქორწინებების მაჩვენებელი საგანგაშოა და მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ, რომ ოჯახები შეინარჩუნონ.

“ყოფიერების ფორმა, რასაც ოჯახი ჰქვია, ასეთად შექმნა ღმერთმა ადამიანი, რადგან ოჯახი, ოჯახური სიწმინდე და ოჯახური ცხოვრება არის მთავარი გზა ადამიანებისთვის, თუნდაც ზეცად ამაღლებისთვის. ეს სიწმინდე შეირყა. ჩვენ გვესმის სხვადასხვა ქვეყნებში ანტიოჯახური ღირებულებების პროპაგანდა, დაკანონება. ჩვენს ქვეყანაშიც განშორებების სტატისტიკა საგანგაშოა და უნდა უზრუნველვყოთ, რომ ოჯახი ავაღორძინოთ და შევინარჩუნოთ. ამის დაკარგვით ჩვენ ერს და იდენტობას ვკარგავთ,” – აცხადებს მეუფე შიო.

მეუფე შიომ ოჯახის შესახებ დღეს, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დასაცავად საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული მსვლელობის დროს განაცხადა.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წლიდან საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი