ახალი ამბები

“წმინდა პარლამენტი” – ანტიჰომოფობიური აქცია ფეისბუკზე გაიმართება

17 მაისი, 2018 • 3114
“წმინდა პარლამენტი” – ანტიჰომოფობიური აქცია ფეისბუკზე გაიმართება

მას შემდეგ, რაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაუქმდა, ისინი აქციას ონლაინ სივრცეში აანონსებენ.

ამისათვის “ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა” ფეისბუკზე გვერდი შეიქმნა, სახელწოდებით “საქართველოს წმინდა პარლამენტი”. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მხარდამჭერებს, იმის გამო, რომ პარლამენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება ეზღუდებათ, 19:00 საათზე თავი საქართველოს პარლამენტთან მოინიშნონ:

“ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები, 19:00 საათზე ონლაინ აქციას ვიწყებთ! თუკი პარლემენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით” – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღდეგო აქცია, რომელიც 17 მაისს უნდა გაემართა ლგბტ აქტივისტებს, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, აღარ ჩატარდება.

აქციის გაუქმების შესახებ განცხადება აქციის ორგანიზატორებმა 16 მაისს გაავრცელეს. განცხადებას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

ჰომოფობიის და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია 2018 წელს აღარ ჩატარდება

მასალების გადაბეჭდვის წესი