ახალი ამბები

როგორ მიითვისა საპატრიარქომ 17 მაისი [ქრონოლოგია]

17 მაისი, 2018 • 6417
როგორ მიითვისა საპატრიარქომ 17 მაისი [ქრონოლოგია]

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშირიო დღეა. ლგბტ ადამიანები ამ დღეს 2011 წლიდან აღნიშნავენ ან ცდილობენ, აღნიშნონ. მას შემდეგ, რაც ამ დღის აღნიშვნა ხილვადი გახდა, რამაც კონსერვატიულად განწყობილი ჯგუფები გააღიზიანა, ყოველ წელს ცდილობს საპატრიარქო, ხელი შეუშალოს ლგბტ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას.

2014 წელს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ დააწესა. ამ დღის შემდეგ საპატრიარქო ყოველ წელს ატარებს ხატით მსვლელობებს, მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნოს “ოჯახის სიმტკიცის დღე”. წელს საპატრიარქომ რეგიონებიდანაც ჩამოიყვანა მრევლი მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებისა და მრევლის მობილიზაციის შემდეგ ლგბტ ადამიანებმა გადაწყვიტეს, არ ჩაეტარებინათ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია.

ნახეთ, როგორ (ვერ) აღნიშნავდნენ წინა წლებში ლგბტ ადამიანები 17 მაისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი