ანონსი – 17 მაისი

10:00  სასტუმროთბილისი მარიოტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაზეგანახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოში“. კონფერენციაზე ასევე გაიმართება განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის  წარდგენა. კონფერენციაზე მოწვეული არიან დარგობრივი სამინისტროების, ენერგეტიკულ სექტორში მომუშავესაერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების,  კერძო კომპანიების, აკადემიური  და არასამთავრობო ინსტიტუციების წარმომადგენლები. 

10:00 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. მის: ქუთაისი, დარბაზი N304

11:45 პარლამენტის ბიუროს სხდომა. მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.

12:00 პარლამენტის პლენარული სხდომა. მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

14:45 ქუთაისში  (ზ. გამსახურდიას გამზ. #47) პირველი ვიცე-პრემიერი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ოფიციალურად გახსნის  შპს „ემჯიემტექს“ საწარმოს, რომელიც „აწარმოე საქართველოში “  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. შპს „ემჯიემტექსი“ არის  რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა.

15:30  პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული,  A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდის ოპერირების დაწყებისადმი მიძღვნილ  ღონისძიებას დაესწრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.