ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს პოზიცია 2018 წელს გაუარესდა – ILGA

ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია ILGA Europe-ის მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით, საქართველოს 26% აქვს. 2016 წლის ანგარიშთან შედარებით საქართველოში ვითარება გაუარესდა.

ორგანიზაციის ინდექსის მიხედვით, საქართელოს 2016 წლის ანგარიშში, რომელიც 2015 წლის მდგომარეობას მიმოიხილავს, 30%-ით 30-ე ადგილზეა. 2015 წლის ანგარიშში კი საქართველოს 36% ჰქონდა და 22-ე ადგილას იყო 49 ქვეყანას შორის.

ორგანიზაციას საქართველოს მიმართ 2 რეკომენდაცია აქვს:

  • მიიღოს გამჭვირვალე და სამართლიანი კანონმდებლობა გენდერის აღიარების საკითხზე, რომელიც დაფუძნებული იქნება თვითაღიარებაზე და არა ძალადობრივ მოთხოვნებზე, როგორიცაა სტერილიზაცია, სამედიცინო დიაგნოზი და ოპერაციული ჩარევები.
  • მიიღოს კანონმდებლობა, რომლითაც აღიარებს და დაიცავს ერთი და იმავე სქესის წყვილების კავშირს და თანაცხოვრებას.

საქართველო ამ რეიტინგში 33–ე ადგილასაა 49 ქვეყანას შორის. მას სამეზობლოში ყველაზე კარგი პოზიცია აქვს:

  • რუსეთი – 11
  • თურქეთი – 9
  • სომხეთი – 7
  • აზერბაიჯანი – 5

საქართველოს მდგომარეობა ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა ზოგიერთ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან შედარებით

  • უკრაინა –21
  • მოლდოვა – 13
  • პოლონეთი – 18
  • რუმინეთი – 21
  • ბულგარეთი – 26
  • ლატვია – 16

საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მალტას და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს:

  • მალტა – 91.04%
  • ბელგია – 78.76%
  • ნორვეგია – 77.74%
  • გაერთიანებული სამეფო – 73.48%
  • ფინეთი – 73.27%

ორგანიზაციას მითითებული აქვს, რომ საქართველოს კონტიტუციაში ქორწინება ქალისა და კაცის კავშირად განისაზღვრა. ვენეციის კომისისიამ პარლამენტს მიუთითა, რომ ეს კანონი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, ერთი და იმავე სქესის წყვილებს ჰქონდეთ სამართლებრივი აღიარება.

ასევე აღნიშნულია, რომ რამდენიმე ლგბტქი აქტივისტს ულტრამემარჯვენე ადამიანები ძალადობით ემუქრებოდნენ სოციალური მედიისა და მედიასაშუალებების გამოყენებით. ლგბტქი თემის 5 წევრი, მათ შორის ლგბტქი ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანები, ბათუმში სცემეს, თუცმა სამართალდადცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან დახმარება არ მიუღიათ.

“ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ლგბტქი აქტივისტებმა თავიანთი მუშაობა შეაჩერონ, რაც არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ რთულ კლიმატში უწევთ მუშაობა ადამიანის უფლებების დამცველებს ევროპის მასშტაბით”, – წერია ორგანაზიციის ანგარიშში.

ორგანიზაციამ პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებიდან პირველად სახალხო დამცველმა განიხილა საქმე, რომელიც გენდერული იდენტობის ნიადაგზე დისკრიმინაციას შეეხება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე სისხლის დონორობის აკრძალვა.

მეთოდოლოგია

ამ კვლევის ფარგლებში შეისწავლეს 49 ქვეყანა, სადაც 0 ქულა მიანიშნებს ყველაზე ნაკლებ დაცულობას, ხოლო 100 ქულა არის საუკეთესო შედეგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა ლიდერია ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით.

რეიტინგში ქვეყნები დაჯგუფებულია კანონისა და არსებული პოლიტიკის მიხედვით, რომელიც 6 კატეგორიას მოიცავს:

  • თანასწორობა და არადისკრიმინაციულობა
  • ოჯახი
  • სიძულვილით მოტივირებული დანაშაული
  • გენდერის სამართლებრივი აღიარება
  • შეკრების თავისუფლება
  • თავშესაფარი
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com