ახალი ამბები

სიღნაღში, მცხეთასა და გორში 17 მაისს გაზმომარაგება რამდენიმე სოფელსა და ქუჩას შეუჩერდება

16 მაისი, 2018 • 1719
სიღნაღში, მცხეთასა და გორში 17 მაისს გაზმომარაგება რამდენიმე სოფელსა და ქუჩას შეუჩერდება

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, ხვალ, 17 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტს და ქალაქ გორის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება. მცხეთის მუნიციპალიტეტში კი მომხმარებლებს გაზმომარაგება 16 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით შეეზღუდებათ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენის სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. “სოკარ ჯორჯია გაზში” აბონენტებს აფრთხილებენ, ბინებში არსებული გაზის ონკანები დაკეტონ და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გორი

მიმდინარე წლის 17 მაისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ გორის შემდეგი ქუჩების: ბახტრიონის, გამსახურდიას, გარსევანიშვილის, გმირების (ყოფილი კუტუზოვის), გოგებაშვილის, ვაჟა ფშაველას, იერუშალაიმის, კასტელის, კახნიაშვილის, კირიონის, ლიტვინოვის, ლომოურის, მარჯანიშვილის, ოქტომბრის,
რუსთაველის, სამეფოს, სტალინის, ქართლის, ქუთაისის, ჩიტაძის, წერეთლის, ჭავჭავაძის, ჭონქაძის, ხერხეულიძის, ჯუღაშვილის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, გიორგი ბრწყინვალის, დავითაშვილის, ეკ. ჯუღაშვილის, თბილისის, იაკობ ჯუღაშვილის, კლდიაშვილის, კუტუზოვის, ნინოშვილის, პუშკინის, ფარნავაზის, ყაზბეგის, შარტავას, ცხინვალისა და ჯუღაშვილის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.

მცხეთის მუნიციპალიტეტი

რაც შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტს, აქ გაზმომარაგება  16 მაისის დილის 10:00 საათიდან 17 მაისის საღამოს 17:00 საათამდე შემდეგ სოფლებს: საგურამოს, ნავდარაანთკარის, ზაქაროს, გალავნის, წინამძღვრიანთკარის, არაშენდას, ახალ სოფელსა და შანკევანს გაზმომარაგება შეუწყდათ.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 17 მაისის 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად
აღუდგებათ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

მიმდინარე წლის 17 მაისის შუადღის 14:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ქალაქ სიღნაღს, სოფელ ნუკრიანსა და სოფელ ზემო  მაღაროს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 17 მაისის 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად
აღუდგებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი