ახალი ამბები

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში წარმომადგენელს გზავნის

16 მაისი, 2018 • 10297
რუსეთის საპატრიარქო საქართველოში წარმომადგენელს გზავნის

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მრევლისთვის თავის წარმომადგენელს გზავნის – ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 14 მაისს მიიღო.

განცხადებაში, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ასევე წერია, რომ ეს შეთანხმებულია საქარველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, თბილისში დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი ჩამოვა.

“აუცილებლობის შემთხვევაში, მან უნდა წარმოადგინოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია” – ვითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი